LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, თანამდებობიდან გადააყენებს“ – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს

140
შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა აღძრავენ.

პაპუაშვილმა ბრიფინგზე, მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე ისაუბრა და თქვა:

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – „ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული“

„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს“. – თქვა პაპუაშვილმა.

„სისხლის ლაქები, რომელიც რუსთაველის გამზირს ამჩნევია, არ გასულა ჯერ… სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე“ – გია ვოლსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g