თბილისში ახალი სტეიკის და ბურგერის სახლი Old Wild West გაიხსნა. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”აი სი არის“ კვების მიმართულების მარკეტინგისმენეჯერმა, თამუნა მილორავამ აღნიშნა, ეს გახლავთ იტალიური ბრენდი ამერიკული, ველური დასავლეთის კონცეფციით.
მენიუ ამერიკული და მექსიკური კერძების გარდა, დესერტების მრავალფეროვან არჩევანსაც აერთიანებს. რესტორანი სტუმრებს ასევე სთავაზობს ”ლანჩ მენიუს”, „საბავშვო მენიუსა“ და „მენიუ სინევესთს“, რომელიც კინოს მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მენიუ „სინევესთის“ შეძენის შემთხვევაში სტუმრებს საჩუქრად კინოს ბილეთი გადაეცემათ.
“ყოველ ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას ჩვენთან შეგიძიათ მოუსმინოთ country მუსიკას შოთა ადამაშვილის შერსულებით”, – განაცხადა თამუნამ.
Old Wild West ყოველდღე 10:30-დან 23:00 საათამდე სავაჭრო და გასართობ ცენტრ ”ისთ ფოინთში” გიმასპინძლებთ.