კომპანია Rolls-Royce-მა ჰაერის გაწმენდის სისტემა Micro Environment Purification System წარადგინა. სიახლე ახალი მოდელებისთვისაა განკუთვნილი და როგორც ბრიტანული ბრენდი ირწმუნება მისი დამსახურებით სალონში ყველაზე სუფთა ჰაერი იქნება.
სისტემის მუშაობის პრინციპი დამყარებულია სუპერ სენსიტიური გადამცემების მუშაობაზე, რომლებსაც ჰაერში მავნე ბაქტერიების პოვნა მარტივად შეუძლიათ.
როდესაც სისტემა საზიანო მოლეკულებს პოულობს, კონდიციონერს რეცირკულაციის რეჟიმზე რთავს და ჰაერს რამდენიმე ფილტრში ატარებს. შედეგად სალონში ჰაერი 2 წუთზე ნაკლებ დროში სუფთავდება.
Rolls-Royce-ებში ჰაერის გასუფთავების სისტემები ჯერ კიდევ 2015 წლიდან დანერგეს, 5 წლის განმავლობაში კი ტექნოლოგია ძალიან დაიხვეწა.
MEPS-ის მართვა დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი. ავტომობილის მძღოლს ფილტრის აქტივაცია მობილური აპლიკაციით შეეძლება, რათა მგზავრობამდე სალონში ჰაერი იდეალურად სუფთა იყოს.
