რეჟისორი ავგუსტიმ ფრიზელის ახალი ფილმი „ბოლო წერილი შეყვარებულისგან“ ეკრანებზე 23 ივლისს გამოდის. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები ჟურნალისტი 60-იან წლებში დაწერილი სასიყვარულო წერილების სერიას პოულობს. წერილიდან ჟურნალისტი იგებს, რომ შეყვარებულებს ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ. წერილები დრამატულ მომენტში წყდება, ამიტომ ჟურნალისტი გადაწყვეტს, ყველაფერი საკუთარი ძალებით გამოიძიოს.
ფილმი გადაღებულია ჯორჯო მიესის რომანის მიხედვით, ხოლო 60-იანი წლების ისტორიის მთავარ გმირს შეილინ ვუდლი განასახიერებს. ჟურნალისტის როლში მაყურებელი ფელისიტი ჯონსს იხილავს. ფილმი ძალიან ჰგავს გახმაურებულ მელოდრმას „უბის წიგნაკი“, რომელიც დღემდე ყველაზე ხშირად ნანახი რომანტიკული ფილმების სიას ლიდერობს.