კიტ ურბანი თავისი კომპოზიციის We Were ახლებურ ვერსიას ავრცელებს, რომელშიც ამერიკელი ქანთრი მომღერალი ერიკ ჩარჩი მონაწილეობს. აღნიშნული კომპოზიცია ახალზელანდიელი მომღერლის, კით ურბანის მეთორმეტე სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც დღის შუქს მომავალ წელს იხილავს.
შეგახსენებთ, კიტ ურბანი გრემის მფლობელი ქანთრი მუსიკოსია, რომლის კარიერაც 90-იან წლებში დაიწყო, ის მსახიობ ნიკოლ კიდმანის მეუღლეა, ისინი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად არიან აღიარებული.

