დეკემბრის დადგომასთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საახალწლო სამზადისი დაიწყო. ბუნებრივია, ამ სამზადისში ჩართულები არიან ცნობილი კომპანიებიც. „კოკა-კოლა“, რომელიც თავისი საშობაო-საახალწლო საიმიჯო ვიდეორგოლებით მუდამ გამოირჩევა, წელსაც აქტიურია.
ამჯერად, „კოკა-კოლას“ ქართული წარმომადგენლობის Coca-Cola Bottlers Georgia-ს ოფიციალური ფეისბუქგვერდი საახალწლო ანიმაციურ ვიდეორგოლს აქვეყნებს. „საახალწლო სამზადისი ერთად უკეთესია, რადგან თუ რამე არ გამოგდის, მუდამ იპოვი დახმარებას“, – ეს არის სლოგანი იმ ვიდეორგოლის, რომელსაც „კოკა-კოლა“ ავრცელებს.
მცირე ქრონომეტრაჟის რგოლი საკმაოდ ემოციურია და სოციალურ ქსელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა- ვიდეოში უსაყვარლესი თეთრი დათვების საახალწლო სამზადისია აღწერილი.