„თქვენი სახლი დიდუბეში“ – სამშენებლო კომპანია „ალისფერი აფრები“ მომხმარებელს ახალ საცხოვრებელ უბანს სთავაზობს, რომლის მშენებლობაც თანამედროვე ტექნოლოგიებით და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალით მიმდინარეობს.
როგორც „ალისფერ აფრებში“ აცხადებენ, კომპანიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება გრძელვადიან პერსპექტივას, შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დადებითი რეპუტაციის შექმნა და კლიენტების ნდობის მოპოვება.
„საკუთარი კაპიტალი, გამოცდილება, სამშენებლო ტექნიკა და კვალიფიციური პერსონალი კომპანიას აძლევს საშუალებას, შესთავაზოს კლიენტებს მაღალი ხარისხის უძრავი ქონება, ხელმისაწვდომ ფასად“,- აცხადებენ „ალისფერ აფრებში“.
მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მისი ადგილმდებარეობა. მშენებლობა მიმდინარეობს პრესტიჟულ უბანში, (მეტრო წერეთელის მიმდებარე ტერიტორია) ს. კედიას #10, სადაც განვითარებულია რეკრეაციული, სავაჭრო, გასართობი ინფრასტრუქტურა, იდეალური მისადგომია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
„კორპუსის სიმყუდროვეს ქმნის მისი მდებარეობა უბნის შუაგულში, რომელიც მცირეოდენი მანძილით დაშორებულია ცენტრალური ქუჩიდან. მიმდებარე გამწვანებული ტერიტორია და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, დამატებითი კომფორტი იქნება კორპუსის მოსახლეობისთვის. პროექტში მოცემულია როგორც სტუდიოს ტიპის ორ-ოთახიანი, ასევე ოთხ-ოთახიანი ბინები. ყველა ბინას აქვს კომფორტული განლაგება. სადარბაზოში დამონტაჟდება მაღალი ხარისხის ლიფტი, და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა“, – განმარტავენ სამშენებლო კომპანიაში.
მათივე ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსი „თქვენი სახლი დიდუბეში“ მოიცავს 5 პროექტს. აქედან 2 პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდა. პარალელურად მიმდინარეობს მე-3 და მე-4 პროექტების მშენებლობა. ასევე იგეგმება მე-5 პროექტის განხორციელება 2021წლის თებერვლის თვიდან.
ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია „ალისფერი აფრები“ საქართველოს ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან საქმიანობს.