LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი საგანმანათელბლო პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან

81

ქართულ საგანმანათლებლო სექტორში ახალი პროგრამები გამოჩნდა, რომლებიც აქამდე საქართველოში არ არსებობდა. პროგრამებს საზოგადოებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სთავაზობს.

როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა “ფორტუნას” განუცხადა, უნივერსიტეტს დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის ტენინგ კურსი შეემატა, რომლის საქართველოში გავლა აქამდე შესაძლებელი არ იყო.

”ჩვენ სრულიად ახალი და ინოვაციური პროექტები და პროგრამები წარმოვადგინეთ. პროგრამები განვითარების სრულ სქემას მოიცავს პროფესიული საფეხურიდან დაწყებული, განათლების უმაღლესი ხარისხით დამთავრებული. უნივერსიტეტს დაემატა ისეთი პროგრამები, როგორიცაა Autodesk-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიზაინისა და არქიტექტურის პროგრამა, აგრობიზნესის ინოვაციური პლატფორმა და HR სამაგისტრო პროგრამა, რომლის ერთადერთი პროგრამა სამაგისტრო საფეხურზე მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტშია”, – განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.

ამასთან,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ-ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას.

უნივერსიტეტის განმარტებით, ახალი საგანმანათლებლო პროგრამები თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებზეა ორიენტირებული. მოკლევადიანი კურსების გავლის შემდეგ, მსმენელებს დონის შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემათ.

უნივერსიტეტმა ახალი პროგრამების პრეზენტაცია გამართა, სადაც წამახალისებელი ვიქტორინაც მოეწყო და სამ გამარჯვებულს საკუთარი სურვილით შერჩეული EEU TRAINING CENTER-ის სასერთიფიკატო კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g