ქართულ ბაზარზე ახალი საიუველირო მაღაზია SIMELI გაიხსნა. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის დირექტორმა და დიზაინერმა სიმონ ელიშაკოვმა აღნიშნა, საიუველირო კომპანია SIMELI ძვირფასი მეტალისა და ქვების გამოყენებით, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სერიულ პროდუქციას აწარმოებს. მაღაზია მომხმარებელს მინანქრის საიუველირო ნაწარმსაც სთავაზობს.
მისივე ინფორმაციით, გამოცდილების შედეგად შემუშავებული საიუველირო ტექნიკის დახმარებით, SIMELI-ის ბრენდის მიერ წარმოებული თითოეული საიუველირო ნაწარმი ექსკლუზიურია.
”საიუველირო კომპანია SIMELI ხარისხიანი და იშვიათი სილამაზის საიუველირო ნაწარმით გამოირჩევა, რომელსაც მაღალკვალიფიციური იუველირები, მხატვრები და დიზაინერები უნიკალური ტექნოლოგიებით ერთობლივად ქმნიან. SIMELI ინარჩუნებს საუკეთესო საიუველირო ტრადიციებს და ფლობს მაღალი ხარისხის ნიშას”, – განაცხადა სიმონ ელიშაკოვმა.
მაღაზია SIMELI-ს პროდუქციის შეძენა 5 ივლისიდან სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” იქნება შესაძლებელი.