LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სამეფო დავა – ვის დარჩება სამი ავტომობილი

673
სამეფო დავა

კიდევ ერთი სამეფო დავა – დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ამჯერად მანქანებს ვერ იყოფენ. საუბარია სამ ავტომობილზე, რომელიც თანაცხოვრების დროს შეიძინეს. ესენია: “მერსედეს GL“, “პორშე კაიანი” და „ბმვ X5″.

დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი აცხადებს, რომ ქონების დათმობას არ აპირებენ. ლევან ჩხეიძე ამბობს, დავით ბაგრატიონი ქვეყანაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

“ბუნებრივია, მისი წასვლა ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება. ანას საქციელმა გამოიწვია დედამთილის გულის შეტევა და შვილი დედის სანახავად გაფრინდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქვეყნის დატოვების მიზეზი გახდა დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ახლა შედარებით გაუმჯობესდა. ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს ჩვენების მისაცემად საგამოძიებო უწყების კიბეებზე ასვლას”, – აცხადებს ადვოკატი.

ქონებრივ დავაზე სასამართლო 17 აპრილს იმსჯელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g