LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სამუშაო ქსელი, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებს დაასაქმებს

643

სადაზღვევო კომპანიამ  ”ალდაგი”  ონლაინ სამუშაო ქსელი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც  5 ოქტომბერს 12 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პროექტი სოციალური ხასიათისაა.

”ჩვენი კომპანია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ინოვაციური პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. სოციალურ სფეროში, თანამედროვე ტენდენციების დანერგვა-განვითარება ”ალდაგის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა  ახალი ინტერნეტ პორტალი, რომელიც ონლაინ სამუშაო ქსელს წარმოადგენს”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ეს პროექტი, შესაძლებლობას აძლევს, როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე უკვე დასაქმებულ ადამიანებს, გაიჩინონ სტაბილური შემოსავლის წყარო. ამასთან, ”ალდაგის” ონლაინ სააგენტო ქსელში დარეგისტრირება შეუძლია 16 წლის ზემოთ, ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს.

შეგახსენებთ, “ალდაგი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს. კომპანია დღეისათვის 600 000-ზე მეტ ინდივიდუალურ და 4000-ზე მეტ კორპორატიულ ორგანიზაციას ემსახურება და მათ 80-მდე ტიპის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბაზრის უპირობო ლიდერსა და მძლავრ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს.

magti 5g