LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი საშობაო ტრენდი – მედიკოსები ახალ წელს კორონავირუსის ატრიბუტებით მორთული ნაძვის ხით ხვდებიან

150
newyeartree2012

საკმაოდ რთული წელი იყო, ბევრი დანაკარგით, სოციალური დისტანციითა და ზუმის ზარებით. ექიმებმა და ექთნებმა გადაწყვიტეს, რომ საშობაო განწყობაზე  ნეგატივს გავლენა არ მოეხდინა და ნაძვის ხე Covid-19–ისგან დასაცავი საშუალებებით მორთეს.

უჩვეულო იდეა კატრინ გრინს, ტენესის შტატში, ნეშვილის სასწრაფო დახმარების განწყოფილების ექიმს ეკუთვნის. კატრინმა მთელი წელი ფრონტის წინა ხაზზე გაატარა და არც ერთი წამით არ დანებებია.

„უმძიმესი წლის შემდეგ, ცოტა სიცილი მჭირდებოდა,“ უთხრა გრინმა CNN–ს, „სიცილი საუკეთესო წამალია. თუკი ამ სიტუაციაში პოზიტივს არ მოვძებნიდი, ძალიან გამიჭირდებოდა.“

2020 წლის საშობაო გაფორმება ტვალეტის ქაღალდს, სამედიცინო ნიღბებს და სანიტაიზერებს მოიცავს.

ანალოგიური იდეა გაუჩნდა ბრაიან ჯონსონს, ბოსტონელ ექიმს, რომელმაც „კოვიდ ნაძვის ხე“ შექმნა. საქმე ისაა, რომ ოჯახში ძალიან ბევრი სამედიცინო ნიღაბი დაგროვდა და მათთვის საუკეთესო გამოყენება მოძებნეს.

„ბავშვებმა წელს განსაკუთრებული მაგალითი გვაჩვენებს.. მთელი წელი ატარებდნენ ნიღბებს, იცავდნენ სოციალურ დისტანციას, სწავლობდნენ ონლაიან.. და მაინც, კარგ განწყობას არასდროს კარგავდნენ. ნაძვის ხე იმედის სიმბოლოა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი იდეა პატარების სახეებს ღიმილს მოგვრის.“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g