LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი შემთხვევების 70% ინდური შტამია, ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ხოლო მესამედი აცრილი იყო“ – 20 აპრილის შემდეგ, ისრაელში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

27473
კორონა 33

ისრაელში კორონავირუსის დელტა ვარიანტის (ინდური შტამის) გავრცელების ფონზე, 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ისრაელის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 21 ივნისს, ქვეყანაში კორონავირუსი 125 ადამიანს დაუდასტურდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ჩეზი ლევის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 70 პროცენტი დელტა ვარიანტია. მან ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ხოლო ინფიცირებულთა მესამედი აცრილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში პირბადის ტარების ვალდებულება გასულ კვირას გაუქმდა. ამჟამად ქვეყანაში 434 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 258-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია.

ისრაელის 5.5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ კორონავირუსის ვაქცინაციის პირველი დოზა, ხოლო 5.1 მილიონმა მეორე დოზა მიიღო. ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები სამხედროებს მოუწოდებენ, ქვეყნის მასშტაბით ტესტირების ცენტრების გასახსნელად მზად იყვნენ .

დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბევრად უფრო მეტად გადამდებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g