LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შემთხვევების მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია: თენგიზ ცერცვაძე

60
ცერცვაძე

ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. ამის მიზეზი არის ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში 10-14 დღეში გამოსწორდება.

“ამას დაემატა ისიც, რომ ძალიან ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მხრივ”

თქვენ იცით, რომ ჯარიმები გაუქმდა, ეს გაკეთდა ჰუმანური მოსაზრებებით, რომ მოსახლეობა, რომელიც ისედაც პანდემიის პირობებში ეკონომიკურად შევიწროებული იყო, დამატებითი ტვირთი არ დასწოლოდა – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ეს ყველაფერი ბევრმა კარგად ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა და ისე კი არ მოიქცა, რომ მას აპატიეს პირბადის არ ტარება ან ხალხმრავალი შეკრება, ქორწილი. პირიქით ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება და ამ პრაქტიკას აგრძელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g