LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი. მდგომარეობა საგანგაშოა: თენგიზ ცერცვაძე

107
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყოველდღიურად ახალი ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა საქართველოში კატასტროფულად მაღალია. მისივე თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა.

ცერცვაძის თქმით, მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულ რეგულაციებს სანახევროდ ასრულებს.

ცერცვაძე საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი. შესაბამისად, მდგომარეობა საგანგაშოა. მხოლოდ სანახევროდ სრულდება პირბადეების ტარების რეგულაცია, ხოლო თბილისის გარეთ, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ სრულდება. ამას ემატება ხალხმრავალი შეკრებები. უკვე დამტკიცდა მსოფლიოში, რომ ვაქცინაცია არის საშუალება, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, ისე განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების შესამცირებლად. მეორე გზა არის უნივერსალური საშუალება – პირბადეების ტარება“, – აცხადებს ცერცვაძე.

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების აღსრულება და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა: ალექსანდრე გოგინავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g