ახლახან საქართველო დიდმა ტრაგედიამ შეძრა. რაჭაში მყოფი „ქართული ხმების“ სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ზურა ბაკურაძე, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა… მანამდე ოჯახმა ასევე ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ზურას დედა, რომელიც კორონავირუსით გართულებებს დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ასეთი სამწუხარო ამბების შემდეგ ბაკურაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა. ზურას ძმას, ასევე „ქართული ხმების“ წევრს, გივი ბაკურაძეს შვილიშვილი შეეძინა. ახალი სიცოცხლის დაბადება ზურას მისმა ბიძაშვილმა, ნუცა მიგინეიშვილმა მიულოცა: „გილოცავ ძმის შვილიშვილის შეძენას… დღეს შენც ბაბუა გახდი, როგორ ელოდი ამ დღეს…“