LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სმარტფონი Vertu-მ ველურ ბუნებას მიუძღვნა

61

კომპანია Vertu-ს ახალი სმარტფონი – Aster Leaf ფლორისტული მოტივებით არის გაჯერებული. სიახლე მეტალისა და ტყავისგან არის შექმნილი და მის ზედაპირზე ჟოლოს ფოთლებია ამოტვიფრული.

სმარტფონის შექმნა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითოეული ფოთოლი მასზე საგულდაგულოდ, ექსკლუზიურად არის დატანებული, ისე, რომ Aster Leaf-ზე  ორ ერთნაირ ფოთოლს ვერ აღმოაჩენთ.

მოწყობილობას კომპლექტში შალითა მოჰყვება, რომელიც იმავე თემატიკით არის გაწყობილი.

სმარტფონი შეზღუდული ტირაჟით – 100 ერთეულის ოდენობით გამოვა და მისი ფასი დაახლოებით 1100 დოლარი იქნება.

754646935717976

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები