თბილისში ახალი სოლარიუმი „Sun house” გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას სოლარიუმის მენეჯერმა, ნინი იაშვილმა აღნიშნა, „Sun house” ამ მოკლე ხანში შეიძინა ბევრი ერთგული მომხმარებელი, რაც, მისი თქმით, იმის მიმანიშნებელია, რომ სოლარიუმი ნამდვილად მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს მათ.
”რუჯის მისაღებად თუ მსურველები ჩვენთან მობრძანდებიან, შეეძლებათ აირჩიონ ერგოლაინის ტურბოსა და არატურბოს შორის სასურველი, ასევე გვაქვს ჰორიზონტალური ასევე ვერტიკალური აპარატები.
ესენია უახლესი ერგოლაინის აპარატები, რომელთა სანდოობასა და უსაფრთხოებაზე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ. აპარატები ყოველთვიურად მოწმდება ერთ-ერთი კომპანიის მიერ, იცვლება აპარატის შიგნით არსებული ნათურებიც, ამასთან გვაქვს შეთავაზება მათთვის, ვისაც დახურული სივრცის ეშინიათ, გვაქვს ნაწილობრივ ღია აპარატები, რა დროსაც ისინი რუჯს ანარეკლის საშუალებით მიიღებენ”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, სოლარიუმი მსურველებს სთავაზობს 100-წუთიან, 50-წუთიან და 30-წუთიან აბონიმენტებს, ამ შემთხვევაში თითო წუთი ტურბოს სარგებლობისას 1.5 შეადგენს, ხოლო არატურბოს ერთი წუთი 70 თეთრს შეადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ აბონიმენტი, შეგიძლიათ ერთჯერადაც ისარგებლოთ სოლარიუმის მომსახურებით.
”Sun house“ ამას გარდა, გთავაზობთ გარუჯვამდე წასასმელ მკვებავ კრემებს, რომლებიც კანს ატენიანებს და ხელს უწყობს რუჯს დიდხანს შენარჩუნებაში.
სოლარიუმის მისამართია ფალიაშვილის 1/3.