„ტვიტერის“ თანადამაარსებელი ჯეკი დორსი სოციალური ქსელის გენერალურ დირექტორად დაინიშნა
მისი მთავარი მისია ბაზარზე კომპანიის პოზიციების აღდგენა და ინვესტორების ნდობის მოპოვება გახდება, რომელიც 2013 წლიდან დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ დორის მეორე თანამდებობასაც შეინარჩუნებს – 2009 წელს მან მობილური გადახდების კომპანია Square Inc დააარსა.
„მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რედაქტორი ვარ. კომპანიის ყველა ხელმძღვანელი სინამდვილეში რედაქტორია. მე უბრალოდ ვიღებ თქვენს იდეებს და მათ ისტორიად ვკრავ“ -განაცხადა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში დორსიმ.