შპს „იუ ტივიმ” მაუწყებლობის ავტორიზაცია მოიპოვა. როგორც ”ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომპანია კერძო სპეციალიზებულ (შემეცნებითი/გასართობი, ისტორიული, სოციალური, სპორტული, განათლება) ტელემაუწყებლობის დაწყებას ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით გეგმავს.
მაუწყებლობა ქართულ ენაზე მომხმარებლისთვის უფასოდ, დღეში მინიმუმ 6 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
„იუ ტივი” მაუწყებლობას 31 მაისიდან დაიწყებს.