საფრანგეთისთვის ცნობილი გახდა, რომ პარიზში განხორციელებული თავდასხმები, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წინასწარ კარგად მომზადებული იყო, ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
რადიო RTL-თან ინტერვიუში პრემიერმა განაცხადა, რომ ტერაქტები უახლოეს მომავალში შესაძლოა კვლავ განმეორდეს, „საფრანგეთს ეს საფრთხე ხანგრძლივი დროით ემუქრება.“
„ჩვენ დიდ ხანს მოგვიწევს ახალი ტერორისტული აქტების მოლოდინით ცხოვრება. ტერორიზმმა, შესაძლოა, მუდმივად ახალი დარტყმები მოგვაყენოს უახლოეს კვირებსა თუ თვეებში, მზად უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა ვალსმა.
მან აქვე დაადასტურა, რომ ქვეყანაში სპეცოპერაცია გასულ ღამეს ნამდვილად ჩატარდა.
უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგი სამართალდამცველები ეძებდნენ 26 წლის ბელგიელ აბდესლამ სახალს, რომელიც პარიზის თავდასხმებში იყო ეჭვმიტანილი.