LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ტურისტული ატრაქცია აჭარაში-„თოკების პარკი“ გაიხსნა

3684
55807301_2199477913452134_9142525981951524864_n

აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქციათოკების პარკიდახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. თოკები პარკის პირველი ვიზიტორები  ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

თოკების პარკიეკოსაგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს წარმოადგენს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. თოკების პარკიკავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად. პარკმა გასულ წელს 57,770 ვიზიტორს უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები