USAID/Zrda-მ საზოგადოებას ახალი კულინარიული კრებული – „ეთნო ტაბლა“ წარუდგინა.
ორგანიზაციის ცნობით, „ეთნო ტაბლა“ წარმოადგენს USAID/Zrda-ს მიერ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან და ქვემო ქართლის რეგიონული გამვითარების სააგენტოსთან ერთად შემუშავებულ ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელშიც თავმოყრილია ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ეთნიკური უმცირესობების (სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, გერმანელი, ასირიელი) ძველი კულინარიული რეცეპტები.
კულინარიული წიგნების კრებული: მესხური, კოლხური, თუშური, ქისტური და ეთნო ტაბლა, შექმნილია მიზნობრივი რეგიონების, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული კულინარიული გზამკვლევი გახდება შესანიშნავი სუვენირი უცხოელი ვიზიტორებისთვისაც, რადგან ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად არის ხელმისაწვდომი.
„განსაკუთრებული მადლობა ასოციაციის დირექტორს და გასტრონომიის მკვლევარს დალილა ცატავას, შეფ-მზარეულებს ერიკ სარქისიანს, დადუნა ღლონტს, შოთა ფირცხალაიშვილს და ფოტოგრაფს, ანა-ბოკოს წიგნის რეცეპტებისა და ვიზუალის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის“, – აცხადებენ USAID/Zrda-ში.