LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვერდიქტი: ჰილსბოროს ტრაგედია მკვლელობა იყო (ფოტო, ვიდეო)

115

”ლივერპულის” 96 გულშემატკივრის დაღუპვა 1989 წელს ”ჰილსბოროზე” მკვლელობად აღიარეს.
ნაფიცმა მსაჯულებმა 14 კითხვას უპასუხეს, მათ შორის მთავარსაც.

კითხვაზე, უნდა ჩაითვალოს თუ არა 96 ადამიანის დაღუპვა მკვლელობად, პასუხად ითქვა – დიახ.
ასეთივე პასუხი გაიცა კითხვაზე, დაუშვეს თუ არა პოლიციამ და ორგანიზატორებმა მატჩის მზადებისას შეცდომები.

შეფილდში, ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე ”ლივერპულსა” და ”ნოტინგემს” შორის 1989 წლის 15 აპრილს ჩხუბის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა, 760-ზე მეტი დაშავდა.

თავდაპირველად ხელისუფლებამ მომხდარი თავად გულშემატკივრებს და სტადიონის კონსტრუქციას დააბრალა, ხოლო ვერდიქტად უბედური შემთხვევა გამოიტანეს.

2012 წლის დეკემბერში ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ 1990 წელს გამოტანილი ვერდიქტი გააუქმა და ახალი გარემოებების გამო ახალი გამოძიების ჩატარების ნება დართო.

”ჰილსბოროს” ტრაგედიის საქმე უორინგტონის სასამართლოში (ჩეშირის საგრაფო) ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართული ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო გარჩევა გახდა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში.

 

soccer-fa-cup-semi-final-liverpool-v-nottingham-forest-hillsborough-15-752x501

20yearssincehillsboroughfootba

44918817.cached

78986479

140414164508-world-sport-riddell-hillsborough-00013319-story-top

Hillsborough_01_1582717a

hqdefault

PL21556911Sport. Football

 

 

https://www.youtube.com/watch?v=esyxX0iVnYc

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები