ექსპერტების ცნობით, კომპანია Apple-ის კომპიუტერები საშიშმა ვირუსმა OSX/MaMi მოიცვა. სპეციალისტების თქმით, ის 2012 წლის DNSChanger-ს მოგვაგონებს, რომელმაც თავის დროზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოწყობილობა დააზიანა.
OSX/MaMi ბოროტმოქმედებს კომპიუტერიდან პერსონალური ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარება, თანამედროვე ანტივირუსულ პროგრამებს კი მასთან შეწინააღმდეგების ძალა არ შესწევთ.
არსებული ინფორმაციით, ვირუსს შეუძლია იმ DNS-სერვერის შეცვლა, რომელთანაც კომპიუტერია მიერთებული.