LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვირუსი Skype-ის საუბრებს იწერს

81

ახალი ვირუსი, სახელად T9000 „სკაიპის“ საუბრებსა და პირად ინფორმაციას იწერს.  ზიანის მომტან პროგრამას ისეთი ცნობილი ანტივირუსებიც კი ვერ ავლენს, როგორებიც არის Kaspersky, Norton, AVG და ა.შ.

„ამ ვირუსის ფუნქცია მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა“ –  განაცხადა Palo Alto-ს ექსპერტმა. სწორედ ამ კომპანიამ განაცხადა პირველად არსებული საზიანო პროგრამის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერი Rich Text Format (RTF) ფორმატის გაშვების შემდეგ ვირუსდება, რომლის შემდეგაც სრული ინფორმაცია ჰაკერთან გადაიგზავნება.

Skype-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამ მომენტისთვის ისინი ვირუსის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები