LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის დღეებში საკვებითა და ალკოჰოლით 500 მოქალაქე მოიწამლა 

ინტოქსიკაცია

„კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევაში ცენტრს დახმარებისთვის მომართა 500-მა მოქალაქემ, აქედან 128 შემთხვევაში დადგა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გამოთხოვილ ინფორმაციაზე საპასუხოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

რაც შეეხება ლეტალური შედეგების არსებობას, ამავე ინფორმაციის თანახმად, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, ალკოჰოლით და კვებითი ინტოქსიკაციის მოტივით, ცენტრის ელექტრონულ ბაზაში ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ გარდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა, მხოლოდ 3 დღეში: 31 დეკემბრიდან, 3 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა – მათგან კი 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

პოპულარულები