LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის მაგია „ივ როშეში“

580
Yves Rocher

ლა-გასილი – ამ ჯადოსნურ, ისტორიებით სავსე ადგილას Yves Rocher-მ ახალი, ლიმიტირებული სადღესასწაულო კოლექციები შექმნა.

ყველაფერი 1959 წელს, ერთი გამორჩეული ხედვის მქონე ადამიანით დაიწყო, რომელმაც მცენარეული სილამაზის ძალა პირველმა გამოავლინა. ლა-გასიში, ბრენდის აკვანში, სილამაზის ახალი ფილოსოფია დაიბადა – კანის მიმართ პატივისცემით განმსჭვალული და ბუნებით შთაგონებული.

2025 წლის საშობაო კოლექცია შთაგონებულია ზამთრის ბუნებით. ახალი მომაჯადოებელი არომატები, სენსორული ტექსტურები და ძვირფასი შეფუთვები სრულყოფილ სადღესასწაულო განწყობას ქმნის.

მანდარინი და ფიჭვის წიწვები: ცქრიალა სურნელი, სადაც მანდარინის ხილის სიკაშკაშე ფიჭვის ხისებრ სიხალისეს ხვდება.

ზამთრის კენკრა: თბილი ვანილის სურნელი ყვავილოვანი ნოტებით, რომელიც შობის მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

კოლექცია მოიცავს სხეულის მოვლის სრულ რიტუალს: აბაზანისა და შხაპის გელს, ტანის სკრაბს, ტანის ლოსიონს, ტანისა და თმის სპრეის, ტუჩის ბალზამს, თხევად ხელის საპონს, ხელის კრემს და ტუალეტის წყალს.

ზამთარში კანი განსაკუთრებულ დაცვასა და კვებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ბრენდმა შიის კარაქითა და ბერგამოტით გამდიდრებული სერია შექმნა, რომელიც მშრალი და ძალიან მშრალი კანის ინტენსიურ კვებას უზრუნველყოფს.

სადღესასწაულო სეზონისთვის საკულტო სუნამო Comme une Evidence ახალი, ლიმიტირებული დიზაინით ბრუნდება! ახალი შეფუთვა შთაგონებულია „ივ როშეს“ სამშობლოთი – ლა-გასილით და მორთულია ელეგანტური ვარდებით.

ვარდის სიმდიდრე, ცქრიალა ბერგამოტით განათებული და ძვირფასი პაჩულით გაღრმავებული – ეს არომატული კომბინაცია ყველა ქალს მოუწოდებს, განიცადოს სიმშვიდისა და ჰარმონიის მომენტები!

Comme une Evidence, რომელიც 2003 წელს ცნობილ პარფიუმერ ანიკ მენარდოსთან (Annick Menardo) თანამშრომლობით შეიქმნა, ბრენდის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.

„ივ როშე“ ყოველწლიურად წარმოგვიდგენს საახალწლო კალენდარს. დეკემბრის ყოველ დილას ამ მაგიურ ყუთში აღმოაჩენთ ლა-გასილით შთაგონებულ სილამაზეს. კალენდარში დაგხვდებათ 24 ჯადოსნური საშობაო სიურპრიზი.

„ივ როშეს“ მაღაზიებში სურნელოვანი სასაჩუქრე ნაკრებების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. თითოეული მათგანი თქვენს სადღესასწაულო მომენტებს კიდევ უფრო განუმეორებელს გახდის.

მზა სასაჩუქრე ნაკრებების კოლექცია დახვეწილი დიზაინითა და დელიკატური არომატებით იდეალური სადღესასწაულო საჩუქარია. ჩამოკიდეთ პირდაპირ ნაძვის ხეზე სხვადასხვა ზომის სახლების ფორმის, წითელი ლენტით მორთული ნაკრებები და შექმენით ჯადოსნური საახალწლო ატმოსფერო Yves Rocher-სთან ერთად!

ბრენდის ერთგულ მომხმარებლებს მთელი თვის განმავლობაში განსაკუთრებული შეთავაზებები და საჩუქრები გელოდებათ.  გათამაშებებში მონაწილეობის მისაღებად და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ Yves Rocher-ს Facebook-ისა და Instagram-ის ოფიციალურ გვერდებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g