LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს

72
23f1ab7ce2cac3e7fda5c23a0a5983ec-XL

ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2021 წლის 28; 29; 30 და 31 დეკემბერს და 2022 წლის 2; 6; 9; 10 და 11 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

„გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე იყიდება. აქვე, შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g