LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ახალი ყაზბეგი” უკვე 2-ლიტრიან შეფუთვაში გამოჩნდა

1170

კომპანია ”ყაზბეგმა” ლუდის მოყვარულებს სიახლე შესთავაზა და ”ახალი ყაზბეგი”  2- ლიტრიან შეფუთვაში გამოუშვა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, საწყის ეტაპზე აღნიშნული ლუდი 0,5-ლიატრიან შეფუთვაში გამოვიდა და დაიტესტა რამდენად კარგად მიიღებდა მას მომხმარებელი.

“მაღალი ხარისხიდან და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე, ”ახალმა ყაზბეგმა” მალევე მოიპოვა პოპულარობა  ლუდის ქართულ ბაზარზე. შესაბამისად, წელს გადავწყვიტეთ,  რომ შეფუთვა გაგვეზარდა”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ”ახალი ყაზბეგი”  2-ლიტრიანი შეფუთვით უკვე  2 კვირაა იყიდება და მისი ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

ადგილობრივი წარმოების ლუდი, სახელწოდებით ”ახალი ყაზბეგი” პირველად ქართულ ბაზარზე შარშან გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g