LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ზელანდია მომავალ თაობებს სიგარეტის შეძენას სამუდამოდ აუკრძალავს – რა გეგმა აქვს ქვეყანას

134
no-smoking

ახალ ზელანდიას ახალი ამბიცია აქვს – წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყანა გეგმავს, “თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა” გახდეს.

ხელისუფლება გეგმავს, რომ 2025 წლისთვის მწეველთა რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლება აპირებს, მომავალი თაობებისთვის სიგარეტის შეძენა სამუდამოდ აკრძალოს.

ახალი ზელანდიის ხელისუფლება აცხადებს, მომავლისკენ ისტორიულ ნაბიჯს დგამს.

რეფორმები სამოქმედო გეგმის – “მოწევისგან გათავისუფლების” – ფარგლებში ხორციელდება.

კანონის მიხედვით, რომლის ამოქმედებასაც ქვეყანა მომავალი წლიდან აპირებს, 2008 წლის შემდეგ დაბადებული ვერც ერთი ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში, სიგარეტის ან თამბაქოს ნაწარმის ყიდვას, ვერასდროს შეძლებს.

“ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდები არასოდეს დაიწყებენ მოწევას”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ექიმმა აიეშა ვერალმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის ექსპერტები მიესალმებიან ქვეყანაში მიღებულ “მსოფლიოში წამყვან” რეფორმებს, რომლებიც თამბაქოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ემსახურება.

ექსპერტების მტკიცებით, კანონი ადამიანებს დაეხმარება, უარი თქვან ან ნაკლებად მავნე პროდუქტებზე გადავიდნენ და ამ შემთხვევაში, ახალგაზრდების ნიკოტინზე დამოკიდებულების ალბათობა გაცილებით ნაკლები იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები