LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ზელანდიის სანაპიროზე 150-მდე დელფინი გამოირიყა

დელფინები-ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის სანაპიროზე 150-მდე დელფინი გამოირიყა, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ძუძუმწოვრები სამხრეთის კუნძულზე, მეისონის ყურის სანაპიროზე გამვლელმა აღმოაჩინა. როგორც ცნობილია, მათი უმრავლესობა უკვე გარდაცვლილი იყო, დანარჩენების გადარჩენა კი ვერ შეძლეს.
დელფინები სანაპიროზე ორკილომეტრიანი ზოლის გასწვრივ ორ ჯგუფად აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში დელფინების გამორიყვა ხშირი მოვლენაა. წელიწადში დაახლოებით 85 ასეთი შემთხვევა ხდება, თუმცა ასეთი დიდი რაოდენობით გამორიყული ცხოველი იშვიათობაა.

ამ დრომდე დაუდგენელია, რა არის დელფინების გამორიყვის მიზეზი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა შესაძლოა, გამოწვეული იყოს დაავადებებით, ნავიგაციური შეცდომებით, მოქცევით ან მტაცებლის მხრიდან დევნით.

ამას გარდა, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სანაპიროზე აღმოჩენილია 12 ჯუჯა ვეშაპი, რომელთაგან ოთხის გადარჩენა ვერ შეძლეს, რვის გადარჩენის ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ამავე კუნძულის სხვა სანაპიროზე, 24 ნოემბერს 15 მეტრი სიგრძის მკვდარი კაშალოტი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g