გზის დასაგებად სპეციალისტებს 3500 კუბამეტრი ქვიშის გადაადგილება მოუხდათ, რასაც 4 სატვირთო და 4 ბულდოზერი დასჭირდა. პროექტის მიზანი კროსოვერის მრავალმხრივი შესაძლებლობების დემონსტრირება იყო. როგორც აღმოჩნდა, ელექტრონიკას მოძრაობის ოთხი რეჟიმი აქვს და ისინი – ქვიშაზე, ქვებზე, თოვლში და ხრეშზე სასიარულოდაა განსაზღვრული.