LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა Nissan–მა „მექანიკა“ და კლასიკური გადაცემათა კოლოფი მიიღო

78
nissannewsstp201011

კომპანია Nissan ახალი სპორტქარის პრემიერისთვის აქტიურად ემზადება. ინტერესის  უფრო მეტად გასაღვივებლად მწარმოებელმა ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი და მომავლის მოდელის დიზაინის ელემენტებია ასახული.

ახალი Nissan Z  სერიული მოდელი უნდა გახდეს. წესით მან სპორტქარი 270Z უნდა ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს კომპანია 2009 წლიდან უშვებდა. რაც შეეხება სიახლეს, თიზერში ჩანს რომ პროტოტიპი 6–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს მიიღებს. ასევე, ბრენდმა ბევრი ავტომოყვარულის სურვილიც გაითვალისწინა და სპორტქარი კლასიკური მუხრუჭითაც აღჭურვა.

გარდა ამ ყველაფრისა, ახალ ვიდეოში ლოგოტიპი Z, საბურავების დისკები და სპორტული სამუხრუჭე სისტემაც ჩანს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეტრო–დიზაინის მქონე მოდელის კაპოტის ქვეშ 3 ლიტრის მოცულობის V6 ძრავი განთავსდება და აგრეგატის სიმძლავრე 400 ცხენის ძალა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g