LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალქალაქიდან 30 ადამიანის სია გამომიგზავნეს, რომელთაც დაოჯახება სურთ” – ემზარ კვიციანი [ვიდეო]

ემზარ-კვიციანი-2

დეპუტატი ემზარ კვიციანი იმ გამოხმაურებებზე საუბრობს, რომელიც მისი მხრიდან დაოჯახების ცენტრის შექმნის იდეას მოჰყვა. მისი თქმით, არიან როგორც დაოჯახების მსურველები, ასევე ისინი, ვისაც დახმარების სურვილი აქვთ.

“ახალქალაქიდან 30 ადამიანის სია გამომიგზავნეს, რომელთაც დაოჯახება სურთ და ამის საშუალება არ აქვთ. ასევე, მომწერა ერთმა ოჯახმა, დედამ მომწერა, რომ მისი შვილი 4 წელია შეყვარებულია და უსახსრობის გამო ცოლი ვერ მოყავსო,” – აცხადებს “პალიტრანიუსის” ეთერში კვიციანი.

ემზარ კვიციანის თქმით, ბევრი წერილი მიიღო, როგორც დახმარების მთხოვნელებისგან, ასევე მადლიერი ადამიანებისგან იმისთვის, რომ ეს ინიციატივა გააჟღერა.

“არის ხალხი, ვისაც მოსწონს ეს იდეა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომლესაც ლიბერალურ მხარეს ეძახიან და მათ აბორტები და ჩვენი ერის გაწყვეტა აწყობთ, ვიდრე დაოჯახება და ჩვენი ერის გამრავლება. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ,” – აღნიშნა დეპუტატმა.

„რეზო ჟილინისგან მაქვს გამოხმაურება, რომელიც მუშაობს ევროპაში მანქანაზე, მძღოლია და მომწერა, რომ მისი ხელფასიდან ყოველთვე 100 ევროს ამ ფონდში ჩარიცხავს,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანის განცხადებით პირადი საუბრის დროსაც ბევრი ეუბნება, რომ ფონდში თანხას ჩარიცხავენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა, ერთ-ერთ გადაცემაში ახალი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ახალი ოჯახების შექმნას უზრუნველყოფს.

“შეიქმნება ფონდი ან ორგანიზაცია, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს. ეს თანხა ახალი ოჯახების შექმნას და მათ გაძლიერებას მოხმარდება. იქნებიან აგენტები და აღრიცხვაზე აიყვანენ შეყვარებულ წყვილებს, რომელთაც ოჯახის შესაქმნელად საჭირო თანხა არ აქვთ. წყვილები ფონდის ან ორგანიზაციის სახელზე დაწერენ განცხადებას და ამით დადასტურდება, რომ ისინი მართლა შეყვარებულები არიან,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g