გუშინ, გვიან ღამით, ახალქალაქში, 34 წლის კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული – ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ახალქალაქში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა ის თბილისში გადაიყვანა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.