LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო – ბავშვის დედა რეანიმაციაშია

171
policia 3

35 წლის ქალის მიმართ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება მშობიარობისას ან ამის შემდეგ ახალშობილის განზრახ მკვლელობას.

შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ ნაგავში გადააგდო.

ამის შემდეგ რადიო “ფორტუნა” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება 35 წლის ქალს, შეწყვეტილი ორსულობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია.

.„ქალი ამბობს, რომ იყო ორსულად და მოხდა ორსულობის შეწყვეტა. ამის შემდეგ განვითარდა სისხლდენა. მან კლინიკას თავის დროზე არ მიმართა. ორსულობის შეწყვეტა 26 აგვისტოს მოხდა. კლინიკაში სასწრაფომ გუშინ მოიყვანა. ამჟამად არის რეანიმაციულ განყოფილებაში. პოსტოპერაციულ პერიოდი მიმდინარეობს სტაბილურად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გაუარესება არ აღენიშნება. პაციენტი ვერ ამბობს, ზუსტად რომელ ხანას შეესაბამებოდა ორსულობა, როცა ის შეწყდა“, – განაცხადა ექიმმა.

ქალს ერთი წლის გოგონა ჰყავს, რომელიც სოციალურმა მუსაკებმა სანდო პირთან გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ქალს გამომძიებლები ჯერ არ გასაუბრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g