LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალშობილმა მამის ხმა იცნო და გაუღიმა

1798
be6254282dd6462bbe757562999c62bf

ამბობენ, რომ ჩვილები დაბადებისას ვერაფერს ხვდებიან, მეტიც ვერც კი ხედავენ. მაგრამ ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ ჩვილები მშობლის ხმას სხვების ხმებისაგან გამოარჩევენ. ეს ფაქტი პატარა ანტონელამ მსოფლიოს დაუმტკიცა. გოგონა 11 აგვისტოს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა. ეს ფოტო კი, გადაღებულია მისი დაბადებიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ. ფოტოზე კარგად ჩანს გოგონას რეაქცია მამის ხმის გაგონებისას. როგორც აღნოჩნდა, მუცლადმყოფ შვილს მომავალი მამიკო ყოველდღე ესაუბრებოდა. დაბადების შემდეგ კი გოგონამ მამის ხმა იცნო.

https://www.instagram.com/p/B1GpX2ThVaw/

 „მე არ ვიცი როგორ ავხსნა ის, რაც მაგ მომენტში ვიგრძენი. როცა ჩემი მეუღლე ორსულად იყო,  მუცლადმყოფ ჩემს პატარას ყოველდღე ველაპარაკებოდი. ყოველთვის ვეუბნებოდი მას, რომ მე მსოფლიოში საუკეთესო მამა ვიქნებოდი და არასოდეს მივატოვებდი. ნახეთ, რომ დაიბადა, მან მე ეს სიყვარული იმავე წუთასვე უკან დამიბრუნა. მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს“– ამბობს მამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები