LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

73
dakaveba_samxedro

ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა,- აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g