LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახდენილი ნატვრა: ფრანგულის მასწავლებელს, რომელიც საფრანგეთში მოგზაურობაზე ოცნებობდა, სურვილი 83 წლის ასაკში აუხდა – „გაცისკროვნებული სახით შეჰყურებდა თითოეულ ნაგებობას პარიზში“

725
Untitled design (4)

83 წლის ეთერი მასწავლებლის მოგზაურობა პარიზში გრძელდება.

მისი მოგზაურობის შესახებ „ასოციაცია ქართველები საფრანგეთში“ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„45 წელი სამცხე-ჯავახეთში თაობებს ზრდიდა, ფრანგულს ასწავლიდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 83 წლის ასაკში შეძლებდა ოცნების ასრულებას და რეალობაში ნახავდა, იმას რასაც მხოლოდ წარმოსახვით თუ ეკრანებიდან ეტრფოდა.

გაცისკროვნებული სახით შეჰყურებდა თითოეულ ნაგებობას პარიზში, თითოეულ ხეს თუ სკვერს, მოვლილს და გაკრეჭილს…

ვერსალის სასახლემ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, შუშების სასახლეში ფრანგული სიმღერაც კი წაგვიღიღინა …

სენას ყურებისას თვალწინ  ალბათ თავისი ახალგაზრდობის წლები ეხატებოდა, რადგან დავბერდიო, შემოგვჩივლა… მის თვალებში სევდა და პარიზის სიდიადით აღფრთოვანება ერთდროულად გამოსჭვიოდა..

ოცნებები ხდება! არავინ იცის, როდის, ან ვისი წყალობით, მაგრამ ოცნებები ნამდვილად ხდება!

დიდი მადლობა საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს ამ კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის, 83 წლის ასაკში, საფრანგეთზე შეყვარებული მასწავლებლის ოცნების ასრულებისთვის!

დიდი მადლობა ასოციაციის ყველა წევრს თუ მეგობარს ამ  ქალბატონის პარიზში მოგზაურობაში მონაწილეობისთვის, მისთვის სიხარულის მინიჭებისთვის.

ჩვენთვისაც ისეთი მშობლიური იყო მასთან შეხვედრა, თითქოს ჩვენ ბებიას ვეხუტებოდით, ვეფერებოდით …

ასოციაციის სახელით ყველას დიდი მადლობა!

მხოლოდ ერთობით შესაძლებელია სასწაულების მოხდენა.

პ.ს. ყველას ვერ ვნიშნავთ, მაგრამ იმედი გვაქვს რომ კომენტარებში მაინც შევძლებთ მათ დამატებას.

#ოცნებებიხდება

83 წლის ეთერი მასწავლებლის მოგზაურობა პარიზში გრძელდება <3

45 წელი სამცხე-ჯავახეთში თაობებს ზრდიდა,…

Posted by ასოციაცია ქართველები საფრანგეთში/Géorgiens en France on კვირა, 22 ოქტომბერი, 2023

ყველა ოცნება აგსრულებოდეთ!“ – წერს გვერდი „ფეისბუკზე“

magti 5g