„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას აზრით, ქართულმა საზოგადოებამ ირაკლი ჩავლეიშვილის მსგავსი მედროვეები, ისტორიულ სანაგვეზე უნდა მოისროლოს.
„ახლა ვუსმინე ირაკლი ჩავლეიშვილს „ტვ პირველზე“. იდგა და დაფნის გვირგვინდადგმულივით ლაპარაკობდა უტიფრად, იდგა და შუბლის ძარღვგაწყვეტილი ლანძღავდა იმ პარტიას, რომლის მხარდამჭერთა ხმებითაც გახდა დეპუტატი.
ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში და ჩვენი პატრიოტი მხარდამჭრების ხმებით რომ ვსვამთ თბილ სავარძლებში.
ასეთ სტაჟიან მედროვეებს ნაგავი ნამდვილად არ უნდა დააყარო, მიუღებელიც არის და არ შეიძლება, ისტორიის სანაგვეზე კი უნდა მოისროლო.
ეს შემთხვევა გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის და ასეც იქნება, ასეთი გადამფრენი ჩიტებისთვის ადგილი აღარ იქნება ჩვენს სიაში“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილემ ირაკლი ფანგანმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. მომხდარის შემდეგ ნიკა მელიამ მომხდარის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს – ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს კი გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისა