LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა არ არის დრო, ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან სხვა სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას – შევცვალოთ ხელისუფლება“ – „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

154
2024-07-17_22-45-33_863356

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, სწორედ „ეროვნული არჩევანია ის, რასაც ჩვენ, დღეს ვაკეთებთ და ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

„ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა. რატომ არის გადამწყვეტი ბრძოლა: ასეთი კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევანზე არ ჰქონია. ჩვენი ქვეყნის არჩევანის ასეთი რადიკალური შემოტრიალება სხვა მიმართულებით, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ქვეყნის წინაშე.

ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, არჩევნები, რომელიც მოდის 26 ოქტომბერს, არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის”, – განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ამისთვის, “ერთი რამ არის საჭირო, რასაც ერთობა ჰქვია. რადგან ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერ დავაყენებთ ფეხზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, ახლა არ არის დრო, ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან სხვა სრულყოფილი ადამიანები.

„ყველამ, ვინც აქ ვართ, შეიძლება რაღაც დავთმეთ, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი. ჩვენ ვართ განსხვავებულები, შეიძლება რაღაც საკითხებში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს აზრთა სხვადასხვაობა გამოვლინდება, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი კულტურის სიძლიერე“ , – განაცხადა ანა დოლიძემ.

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g