უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ორ გენერალს, რომლებიც მოღალატეები აღმოჩნდნენ, სამხედრო წოდებები ჩამოართვეს.
“ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს პასუხი ვაგებინოთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა მათგანი დაისჯება” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით უკრაინის მთავრობამ ანტიგმირების შესახებ მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება და უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ნაუმოვი, და უშიშროების სამსახურის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ხერსონის ოლქში, სერგეი კრივორუჩკო სამსახურიდან გაათავისუფლა.
ზელენსკის განცხადებით, ის პირები, რომლებიც „ვერ არჩევენ, თუ რომელია მათი სამშობლო“, აუცილებლად განთავისუფლდებიან მაღალი სამხედრო წოდებებისგან.
„დღეს ანტიგმირების შესახებ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ – ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს პასუხი ვაგებინოთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა მათგანი დაისჯება. ამიტომაც, უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ნაუმოვი, და უშიშროების სამსახურის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ხერსონის ოლქში, სერგეი კრივორუჩკო აღარ არიან გენერლები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.