„ახლა არჩევანი არის სიბნელესა და სინათლეს შორის. ან ვიგებთ ამ ბრძოლას, ან ვაგრძელებთ იგივე წრეზე ყოფნას და ვხდებით უინტერესო ქვეყანა დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის“ – ამის შესახებ სოფო ნიჟარაძემ მუსიკოსებისა და ხელოვანების მარშზე ტელეკომპანია „მთავართან“ განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ, ვფიქრობ, რომ ვართ და ყველანაირად ვიმსახურებთ ამას. მხარდაჭერას რომ ვგრძნობთ, ეს, რა თქმა უნდა, გვაძლიერებს. ახლა არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის არის.
მინდა, ისეთ ადამიანებს მივმართო, რომლებიც ჯერ ვერ აცნობიერებენ რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ახლა ან ვიგებთ ამ ბრძოლას, ან უინტერესო ადამიანები და უინტერესო ქვეყანა ვხდებით დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს ბრძოლა დავუტოვოთ ჩვენ შვილებს, რომლებსაც ძალიან, ძალიან გაურთულდებათ, ეს ბრძოლა თუ არ მოვიგეთ. ამდენი წელი ერთ წრეზე არ უნდა ვტრიალებდეთ. წინ უნდა წავიდეთ და ჩვენი გზა არის დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად“. – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
„სადაც ჩემი ხალხია, დღეს მეც იქ უნდა ვიყო“ – ეკა მამალაძე მუსიკოსების მარშს შეუერთდა