LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა არის შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენონ“ – საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს 4 წარმომადგენელი, მათ შორის ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე დაიცავენ

185
ეკა ბესელია პრეზიდენტის ინტერესებს იცავს

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლები ეკა ბესელია, კახი სამხარაძე, ზურაბ მაჭარაძე და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.

როგორც ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სარჩელის განხილვა კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის.

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

„ეს გადაწყვეტილება და ეს საქმე ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და სამართლიან მომავალს განსაზღვრავს. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს! ამდენი პროტესტი არ მოჰყოლია არცერთ კანონს, ჩვენი მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ [კანონი] საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს. ახლა არის შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენონ. მჯერა არ მჯერა, ამის მიუხედავად ეს კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა

სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

magti 5g