ფოტოგრაფი გოგგა ჩანადირი 70–იან წლებში თბილისში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს სიმწვანე ბეტონმა შეჭამა.
ჩანადირი გამოდის ინიციატივით, რომ ხის მოჭრაზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს.
მისი თქმით, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში, ქალაქში ჭრა უნდა აიკრძალოს.
“როგორი სიმწვანეა თბილისში 70-იან წლებში.
ახლა ეს სივრცეები ბეტონმა შეჭამა.
ხის მოჭრაზე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. 5-10 წელი ქალაქში ჭრა უნდა აიკრძალოს.
იქნებ მენაშენეთა მადა დაცხრეს”, – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.