გიგი უგულავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას 3 დეკემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
“ხვალ და სანამ მიშა სამშვიდობოს იქნება ერთი და მხოლოდ ერთი საკითხია, სადაც ვიქნები ყველგან და ყოველთვის. ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგავართ. ახლა გამოჩნდება ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება.
განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და ის მოაკვდინეს, სიკვდილთან მიიყვანეს. დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მას ციხეში კლავენ.
მერე გვიან იქნება.
ხვალ 3 დეკემბერს 3 საათზე”, – წერს გიგი უგულავა.