LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა გიორგის რომანტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, თუ ჩემს სამსახურიდან დაბრუნებამდე მას დრო აქვს, ცდილობს, სახლი დალაგებული დამახვედროს…“

323
გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა

მსახიობისა და მომღერლის, გიორგი ცხადაძის მეუღლე, სალომე ლემონჯავა ჟურნალ „თბილისელებთან“ რომანტიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ მასაც და გიორგისაც ეს ახლა უფრო ნაკლებად აქვთ:

„ვერ ვიტყვი, რომ გიორგი ძალიან რომანტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ ამაში პროფესია უწყობს ხელს, ადრე უფრო იყო, მაგრამ ადამიანები და ურთიერთობები ხომ მუდმივად განვიცდით ცვლილებებს. ალბათ, ადრე იმიტომ იყო, უფრო მეტად რომანტიკული, რომ მეც უფრო მეტად მინდოდა და მომწონდა რომანტიკა. ახლა გიორგის რომანტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, თუ ჩემს სამსახურიდან დაბრუნებამდე მას დრო აქვს, ცდილობს, სახლი დალაგებული დამახვედროს. ჩემთვის ეს არის რომანტიკა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ მე მომაკლდეს საქმე, ზრუნავს და ცდილობს, თავი უკეთესად მაგრძნობინოს. სამაგიეროდ, ძალიან რომანტიკულია ნენეს მიმართ. შეიძლება, იმიტომ, რომ ნენეს მოსწონს ეს და ელოდება. შეიძლება, უცებ უმღეროს და ამით ძალიან გაახაროს. სიურპრიზებს უკეთებს. შეუძლია, სახლში კოსტიუმირებული მოვიდეს, რომ ნენე ბედნიერი იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g