ორდღიანი სახალხო ზეიმი ზესტაფონში გიგანტური ხაჭაპურით აღნიშნეს. ზესტაფონობა ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ფესტივალის მიმდინარეობას. მათ შორის ღვინის, „სულიკო 2019“, „ზესტაფონობა 2019“ და სხვა კულტურულ, ასევე სპორტულ ღონისძიებებს.
„ზესტაფონობა 2019″-ის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულინარული და ადგილობრივი ნამუშევრების წარმოდგენა, თუმცა მთავარი ატრიბუტი მაინც გიგანტური გაჭაპურის გამოცხობა იყო.
დღესასწაულის კულმინაცია იყო საპატიო ზესტაფონელების დაჯილდოვება. ხელოვნების სკოლის წინ მოწყობილ სცენაზე, სადაც დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცათ.
ზესტაფონობა 2019“-ის ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა – ძიუდოში. გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია.
სახალხო ზეიმს ზესტაფონში მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ნინო სურგულაძეც ესწრებოდა. მან ზესტაფონელებს, ქალაქის დღესასწაული მიულოცა და 9 ნოემბერს, ქუთაისში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე დაპატიჟა. სხვადასხვა კულტურული, სპორტული თუ მხატვრული ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა.
ორსართულიანი ხინკალი და მაყურებლის თვალწინ მომზადებული კერძები – კულინარიის ფესტივალი გურჯაანში (ფოტოები)