თიკა ფაცაცია დიდ მუსიკალურ სიახლეს აანონსებს.
როგორც ჩანს, სპეციალურად მისთვის კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ ახალი სიმღერა დაწერა, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს.
თიკა ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს რომ რუსა და ნიკოლოზ რაჭველი ახალ კომპოზიციაზე ერთად მუშაობენ.
„ახლა კი დადგა დრო გავხსნა უძვირფასესი კარტი…მივმართეთ ჯადოქარს რომ დაეტრიალებინა მაგია ამ ულამაზესი სიმღერის არანჟირების ვერსიის სახით…ნიკა, ჩვენი უძვირფასესი შემოქმედი, რომელსაც შეუძლია სასწაული ემოციების შექმნა, ჩაება ამ ჩემი ისტორიის წერაში და ეს იყო დიდი ბედნიერება“, – წერს თიკა ფაცაცია.